ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო, რომელსაც ევროკავშირი და აშშ გაყალბებული არჩევნების გამო პრეზიდენტად არ აღიარებენ, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” „სამაგალითო გამარჯვება” მოიპოვა.
"საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-სთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზას დაადგა. თუმცა წლების განმავლობაში გაჩნდა და ხელისუფლებაში მოვიდა პროგრესული მემარცხენე და ნაციონალისტური ხელისუფლება.
გასულ კვირას მათ საქართველოს მოსახლეობის ხმების 56%-ით, სამაგალითო, ვარსკვლავური გამარჯვება მოიპოვეს.
რას ამბობს შეერთებული შტატები? „მე არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, ვითხოვ შედეგების გადახედვას, ვითხოვ არჩევნების გამეორებას საქართველოში“. გჯერათ, რომ მსოფლიოში ადამიანებს უნდათ, რომ მოექცნენ როგორც მონებს, როგორც კოლონიებს?“ – თქვა მადურომ.