ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მდებარე „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს“ დრონებით დაესხნენ თავს.
მისი თქმით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
„დღეს, დილის 06:30 საათზე გუდერმესში, „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე უპილოტო აპარატის თავდასხმის შედეგად ცარიელი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის. ხანძარი ჩააქრეს“, – აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი.
„რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი“, სხვა საქმიანობასთან ერთად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ამზადებს.