ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე წერს.
„თუ მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის პატიოსან გამარჯვებაში, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები“, - წერს როთი X-ზე.