უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე რუსეთის ძალების მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ჩაცვივდა სოლომენსკის და სვიატოშინსკის რაიონებში. გაჩნდა ხანძარი, ექვსი ადამიანი დაშავდა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებშ, დაიწბა ავტომობილები და სავაჭრო ობიექტები
ცნობილი გახდა, რომ კიევის სოლომენსკის რაიონში, 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე გაზის მილსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია
განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია.