ისრაელის პარლამენტის წევრებმა დაამტკიცეს ორი კანონპროექტი, რომელიც კრძალავს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს (UNRWA) საქმიანობას ისრაელის ტერიტორიაზე. კანონპროექტი 92 ხმით დაამტკიცეს ათის წინააღმდეგ. იუწყება The Times of Israel
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში UNRWA-ს თანამშრომლების 10 პროცენტზე მეტი დაკავშირებულია ტერორიზმთან და რომ ორგანიზაციის ეგიდით საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგულარულად აღვივებს ისრაელის მიმართ სიძულვილს და განადიდებს ტერორიზმს.
მეორე კანონპროექტი UNRWA-ს საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, კრძალავს სამთავრობო ორგანოებს რაიმე სახის კონტაქტს UNRWA-სთან, რაც ფაქტობრივად შეზღუდავს მის საქმიანობას ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ კანონპროექტები იქნება "კატასტროფად" იქცევა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კი გააფრთხილა, რომ ამას "კატასტროფული შედეგები მოჰყვება".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ასევე გამოხატეს შეშფოთება კანონპროექტების შესახებ და განაცხადეს, რომ "ასეთი შეზღუდვების განხორციელება შეაფერხებს ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზაში", ისევე როგორც "სასიცოცხლო მნიშვნელობის" სერვისების მიწოდებას აღმოსავლეთ იერუსალიმში.