ვითხოვთ, 24 საათის განმავლობაში ცესკო-მ სიები გაასაჯაროოს, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებიდამის კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
"ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის განმარტებით, საქმე ე.წ. შავ სიებს ეხება - "ვითხოვთ, 24 საათის განმავლობაში ცესკომ სიები გაასაჯაროოს".
26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვეთ. ამ ქვეყანაში გაიმარჯვეს პროდასავლელმა ქართველმა პარტნიორებმა. ივანიშვილი და რუსეთი ახლა ცდილობს, რომ ეს გამარჯვება წაგვართვას, მოგვპაროს და ჩვენ ამის უფლებას არ მივცეთ.
"ქართული ოცნება" საზღვარგარეთ სამარცხვინოდ დამარცხდა. ამ ე.წ. არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში იყო რუსული სპეცოპერაცია, ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ კრემლში დაწერილ სცენარს.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ჩამოვშლით ამ სისტემას. მინდა, ყველამ იცოდეს, მათ, ვინც ჩაიდინეს ეს დანაშაული, ამ დანაშაულზე თვალებს არ დავხუჭავთ. არ არსებობს დანაშაული დამნაშავის გარეშე და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხის გება.
ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლითაც არჩევნები მიიტაცეს. ერთ-ერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში. თუ არაფერი არ გაქვთ დასამალი, ამ სიებს გაასაჯაროებთ", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.