ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს.
ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ცენტრისტული მემარცხენეები 141-წევრიან ასამბლეაში 52 მანდატით ლიდერობენ. მმართველი „სამშობლოს კავშირის“ პარტია კი მეორე ადგილზეა 28 მანდატით.
სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ვილია ბლინკევიჩიუტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტია, სავარაუდოდ, კოალიციური უმრავლესობით მოვა, პარტიებთან „ლიეტუვისთვის“ და „ფერმერთა და მწვანეთა კავშირთან“ ერთად.
ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 13 ოქტომბერს გაიმართა. მისი შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141-ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს – პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ.