ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს, კომპანია „სილქნეტი"-ს თანამშრომლები: ჯგუფის უფროსი, 1965 წ.დ. მალხაზ ლელაძე, 1960 წ.დ. დავით დანელია, 1956 წ.დ. დავით მუნჯიშვილი, 1988 წ.დ. ემზარ ნაბახტეველი, 1968 წ.დ. ხვიჩა გაჩეჩილაძე,1971 წ.დ. თეიმურაზ ჯანგულაშვილი, ძმები, 1987 წ.დ. გოგა ასანიძე და 1984 წ.დ. ჯუმბერ ასანიძე, 1991 წ.დ. გიორგი შიოშვილი, 1974 წ.დ. ნუგზარ კეკენაძე.
აღნიშნული პირები აწარმოებდნენ სამუშაოებს ქ.თბილისის სხვადასხვა უბნებში, გაჰყავდათ კომპანია „სილქნეტი"-ს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები. გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები უკანონოდ ითვისებდნენ კომპანიის კუთვნილ სადენებს.
ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპინქტით.