თბილისში, ფიროსმანის მოედანზე კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე ორმხრივი სროლა მოჰყვა.
გავრცელებული ცნობებით, კაცს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ კი, მანქანიდან გადმოსულმა ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ჯერ გაისროლა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.
იროსმანის მოედანზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.