მოსკოვში ტელეკომპანია "რედმედიას" თანამშრომელი 26 წლის ნიკიფოროფი მოკლეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იტყობინება.
წუხელ ღამით, დაახლოებით 21.00 საათზე, ოსტანკინის პირველ ქუჩაზე მდებარე # 7ა სახლთან აღმოაჩინეს მამაკაცის სხეული, რომელსაც მრავალმხრივი ჭრილობები აღენიშნებოდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი კომპანია ТПО "რედმედიას" სატელევიზიო-ტექნიკურ ცენტრ "ოსტანკინოს" რედაქტორი აღმოჩნდა.
მომხდართან დაკავშირებოთ სისხლის სამართლის საქმე 105-ე მუხლით (მკვლელობა) აღიძრა.