2024 წლის პრემია ეკონომიკის დარგში დარონ აჯემოღლუს, სიმონ ჯონსონსა და ჯეიმს რობინსონს საზოგადოებრივი "ინსტიტუტების ფორმირებისა და კეთილდღეობაზე მათი გავლენის კვლევებისთვის" გადაეცათ.
"საზოგადოებები ცუდი კანონის უზენაესობით და ინსტიტუტები, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ მოსახლეობას, არ ქმნიან ზრდას ან ცვლილებას უკეთესობისკენ. ლაურეატების კვლევა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ხდება ეს", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
კომიტეტის განცხადების თანახმად, როდესაც ევროპელებმა მსოფლიოს დიდი ნაწილის კოლონიზაცია მოახდინეს, ამ საზოგადოებებში ინსტიტუტებმა ცვლილებები განიცადეს. ეს ზოგჯერ დრამატულად ხდებოდა, მაგრამ არა ყველგან ერთნაირად.
„ზოგან მიზანს წარმოადგენდა ძირძველი მოსახლეობის ექსპლუატაცია და რესურსების მოპოვება კოლონიზატორთა სასარგებლოდ. სხვაგან კოლონიზატორებმა შექმნეს ინკლუზიური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები ევროპელი მიგრანტების გრძელვადიანი სარგებლობისთვის.
ლაურეატებმა აჩვენეს, რომ ქვეყნების კეთილდღეობის განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი არის კოლონიზაციის დროს შემოღებული სოციალური ინსტიტუტები.
ინკლუზიური ინსტიტუტები ხშირად შემოდიოდა კოლონიზაციის დროს ღარიბ ქვეყნებში და დროთა განმავლობაში ამან გამოიწვია მოსახლეობის საერთო კეთილდღეობა.
ეს ასევე განმარტავს, თუ რატომ არის ზოგიერთი ყოფილი კოლონია, რომელიც ოდესღაც მდიდარი იყო, ახლა ღარიბია და პირიქიტ“, - აღნიშნულია ნობელის პრემიისს კომიტეტის განცხადებაში