აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მიცემულ 50 დღეს, დიდ ვადად არ მიიჩნევს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აძლევს პუტინს კიდევ 50 დღეს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისთვის, ტრამპმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ 50 დღე ბევრია. შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს“.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა მოხდებოდა, თუ რუსეთი 50 დღის განმავლობაში მშვიდობაზე დათანხმებაზე უარს იტყვის, მან უპასუხა, რომ „ეს ძალიან ცუდი იქნება“.
„ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან. 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც“, – აღნიშნა ტრამპმა.