რუსეთის მოსკოვის ოლქში, იმპლანტების შემდგომი ჩასმის მიზნით, ერთ-ერთ კლინიკაში ქალს 32 კბილი ამოუღეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.
ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
გარდაცვლილის შვილის თქმით, ქალი კბილის იმპლანტების ჩასმას გეგმავდა და რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სტომატოლოგიიურ კლინიკაში მივიდა, სადაც 12 ოქტომბერს 32 კბილი ამოუღეს და სახლში გაგზავნეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.