პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ვახტანგისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 21 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლეს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.