"ქართული ოცნების“, გარდა არავის უნდა ომი, ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
ბათუმში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" მისამართით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან განაცხადა, რომ პარტიას არეულობა სურს, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი ამბობს, რომ ერთადერთი ამრევი პარტია საქართველოში სწორედ "ქართული ოცნებაა" და არა „ნაცმოძრაობა“.
"პირველი, რა შეკითხვაც მაქვს, სად ურევს რამეს "ნაციონალური მოძრაობა"? პირველი, თუ ვინმე არის ამრევი, მათ შორის, სანქცირებული "ხარებას" ზონდერ-ჯგუფებით რომ აპირებენ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მე მგონი, ამ ქვეყანაში თუ ვინმე რამეს ურევს, ეს არის, პირველ რიგში, "ქართული ოცნება". მეორე: ამ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა მოხდება, თუკი ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი გახდება. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობის გარანტი. შეუძლებელია, ოკუპანტი, ანუ რუსეთი იყოს მშვიდობის გარანტი, რასაც ბიძინა ივანიშვილი მთელ აქართველოს უპირებს. ამ ვითარებაში მათი მხრიდან ნებისმიერი გზავნილი მშვიდობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით არის მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების საპირისპირო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არავის არ უნდა ომი, არავის არ უნდა ურთიერთდაპირისპირება და შუღლის გაღვივება გარდა ერთი პოლიტიკური პარტიისა, რომელსაც "ქართული ოცნება' ჰქვია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.