ორსული, რომელსაც 4 ოქტომბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.
„მთავარი არხის“ ცნობით, ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ქალი 42 წლის იყო. გავრცელებული ცნობით, მძღოლი ნასვამ მდომარეობაში იმყოფებოდა. ის დაკავებულია.