ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ერთმანეთს სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლის კაცი, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. მძიმედაა დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი.