თბილისის ღამის კლუბებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
დაცვის მხარისთვის კი მოსამართლის გადაწყვეტილება მიუღებელია და ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებს.
დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.