გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან ქალი გადავარდა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი სარეცხს ფენდა რა დროსაც მას ფეხი დაუცდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.