კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება. 26 წლის მამაკაცის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მოთავსების შესახებ, საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. ამ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მკვლელობის მომენტში იყო თუ არა ის შერაცხადი.
მოსამართლის განჩინების შემდეგ, ჯაიანს ექსპერტიზის ბიუროში მოათავსებენ.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.