დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კაცის ცხედარი იპოვეს. „მთავარი არხის“ ცნობით, გარდაცვლილი სოფელ გამარჯვებაში, თავის საცხოვრებელ სახლში ნახეს.
32 წლის კაცს სანადირო თოფიდან მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
ახლობლების ინფორმაციით, მას იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული და ის წმენდის დროს გაუვარდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.