თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალაშენებული კამპუსის მეათე სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა აკადემიაში პირველკურსელების მისასალმებელი ცერემონია იმართებოდა.
არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონა სამხატვრო აკადემიის სტუდენტი არ ყოფილა, ის გადმოვარდნის შემდეგ რამდენიმე წუთით კონტაქტური იყო, თუმცა კლინიკაში მიყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.