თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
Info Rustavi-ს ცნობით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.