საბურთალოზე დაჭრილი 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება საბურთალოზე გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად სასიკვდილო ჭრილობები დანით, გულის არეში მიაყენეს.
ის გვაინ ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მას რამდენიმე საათში გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.