სიღნაღში, ქედელის დასახლებაში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, კაცი სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის მეგობარს მოხვდა.
კაცს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაწყებულია გამოძიება.