ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ კონფერენციაზე, რომელიც 16-დან 20 სექტემბრამდე ვენაში გაიმართა, მიიღეს რეზოლუცია „ბირთვული უსაფრთხოება, დაცვა და გარანტიები უკრაინაში“.
მასში ნათქვამია, რომ სააგენტო „მოუწოდებს ყველა არასანქცირებული სამხედრო და სხვა პერსონალის სასწრაფო გაყვანისკენ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და სადგურის დაუყონებლივ დაბრუნებას უკრაინის კომპეტენტური ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებამდე, რუსეთი ვალდებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიაწოდოს შეუზღუდავი წვდომა სადგურზე ყველა ობიექტსა და ინფორმაციაზე.
რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიკავეს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მას შემდეგ ელექტროენერგიას არ გამოიმუშავებს, მაგრამ ის თავად მოითხოვს ელექტროენერგიის მუდმივ მიწოდებას ერთ-ერთი რეაქტორის გასაგრილებლად, რომელიც მთლიანად არ არის გამორთული ქსელიდან.