დედოფლისწყაროში, სოფელ ქვემო ქედში, ერთ- ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც "მთავარი არხი" იტყობინება, ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად, რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა. ორდღიანი ძებნის შემდეგ კი, ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში, იმავე ვენახში მიაგნეს, სადაც მეგობრებთან ერთად იყო.
გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა გარდაცვალების რეალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.