შინდისის საჯარო სკოლის რემონტი დაფინანსებულია აშშ-ის მიერ, მაგრამ ამავე დროს აქ არის ბევრი ბავშვი სკოლამდელ ასაკში და მაგალითად შინდისში აღარ არის საბავშვო ბაღი და შინდისელ ბავშვებს უწევთ სხვადასხვა სოფლებში სიარული. ამ ყველაფრის აღმოფხვრა შესაძლებელია ევროპის დახმარებით, რომელსაც გზაზე მხოლოდ ერთი წინაღობა აქვს - „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა,
„შინდისის საჯარო სკოლის რემონტი დაფინანსებულია აშშ-ის მიერ, მაგრამ ამავე დროს აქ არის ბევრი ბავშვი სკოლამდელ ასაკში და მაგალითად შინდისში აღარ არის საბავშვო ბაღი და შინდისელ ბავშვებს უწევთ სხვადასხვა სოფლებში სიარული. ამ ყველაფრის აღმოფხვრა შესაძლებელია ევროპის დახმარებით, რომელსაც გზაზე მხოლოდ ერთი წინაღობა აქვს - „ქართული ოცნება“. - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ
“ჩვენ ახლა ვდგავართ შინდისის საჯარო სკოლის წინ, რომლის რემონტიც ამერიკელი ხალხის მიერ არის დაფინანსებული, აქ ასეთი ძალიან ბევრი სკოლაა, მაგრამ ამავე დროს აქ არის ბევრი ბავშვი სკოლამდელ ასაკში და მაგალითად შინდისში აღარ არის საბავშვო ბაღი და შინდისელ ბავშვებს უწევთ სხვადასხვა სოფლებში სიარული. ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას და ყველა ქართულ სოფელში უნდა იყოს საბავშვო ბაღი, ისე როგორც ყველა სკოლაში უნდა იყოს უფასო კვება, რომ ბავშვებმა მუდამ არ იფიქრონ საკვებზე, არ ჰქონდეთ ამასთან დაკავშირებული პრობლემები და საერთოდ ბევრი სოციალური პრობლემები, რომლებიც არის ქართულ სოფლებში, შესაძლებელია აღმოიფხვრას ევროპის დახმარებით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს თანხები, რომელიც ევროპას აქვს გამოყოფილი ჩვენნაირი ქვეყნებისათვის და კერძოდ საქართველოსათვის, მივიღოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა, მეტი სოციალური თანასწორობა და ამ გზაზე ერთადერთი შემაფერხებელი და ამას ამბობს ყველა ჩვენი პარტნიორი, რომ არის „ქართული ოცნება“, ამიტომ ისინი ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ, როგორც დამაბრკოლებელი საქართველოს ევროინტეგრაციისა და საქართველოს პროგრესისა.“- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.