ესპანეთის ქალაქ ბუნიოლში გაიმართა პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი "ტომატინა".
ფესტივალის ფარგლებში ქალაქის ქუჩებში იმართება "ბრძოლა" პომიდვრების გამოყენებით.
ღონისძიებაში ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.
ფესტივალის მონაწილეებმა მუსრი გაავლეს 150 ტონა პომიდორს, რომელიც 6 სატვირთო მანქანაზე იყო დატვირთული.
ყოველწლიური ფესტივალი სათავეს 1945 წლიდან იღებს.