შემზარავი სანახაობა იყო, ასეთი შეშინებული კაცი არ მინახავს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალესაშვილმა კომენტარი გააკეთა 21 აგვისტოს მცხეთაში „ქართული ოცნების” ღონისძიებაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას სხვა ლიდერებისგან განსხვავებულ ტრიბუნაზე იდგა და მის გარშემო მინის დამცავი ბარიერი იყო დამონტაჟებული.
ალეკო ელისაშვილის თქმით, სწორედ კოალიცია "ძლიერი საქართველოა" ის ალტერნატივა, რომელსაც ხალხის კეთილდღეობასა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე ზრუნვა შეუძლია.
„შემზარავი სანახაობა იყო გუშინ. ასეთი შეშინებული კაცი არ მინახავს. თავის თანაგუნდელებსაც კი ვერ ჩამოართვა ხელი, რომ იმ კაფსულის მიღმა არ გასულიყო და თავის მხარდამჭერებსაც კი ემალება ამ ჯავშნის ფილებით და შუშებით. ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდებოდა, რომ ამ ხალხის ხელისუფლებაში დარჩენა აღარ შეიძლება, აუცილებელი ცვლილება. "ძლიერი საქართველო" არის ალტერნატივა ხელისუფლების ცვლილებისთვის", - ამბობს ელისაშვილი.