10 წელიწადში, Neuralink-ის ტვინის იმპლანტებს მილიონობით ადამიანი გამოიყენებს. ამის შესახებ კომპანია Neuralink-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მასკმა განაცხადა.
„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, რამდენიმე წელიწადში ასობით ადამიანი იქნება Neuralink-ით, ხუთ წელიწადში, შესაძლოამ ათობით ათასი, მილიონობით კი - 10 წელიწადში“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
მანამდე, 5 აგვისტოს, მასკმა განაცხადა Neuralink-ის იმპლანტის მეორე წარმატებული იმპლანტაციის შესახებ. მან განმარტა, რომ 400 ელექტროდი წარმატებით მუშაობს პაციენტის ტვინში.
პირველი Neuralink-ის იმპლანტის ადამიანის ტვინში იმპლანტაციის შესახებ მასკმა 29 იანვარს განაცხადა.
Neuralink-ის ნეიროჩიპი, რომელიც საშუალებას აძლევს მას თავისი აზრებით მართოს სმარტფონი და სხვა გაჯეტები. პროდუქტის გამოყენებით, სახელწოდებით "ტელეპათია", შესაძლებელია ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის კონტროლი. მსგავსი ტექნოლოგიის შემუშავებაზე სხვა კომპანიები და მკვლევარებიც მუშაობენ.
20 თებერვალს მასკმა განაცხადა, რომ იმპლანტის მქონე პაციენტმა შეძლო კომპიუტერის მაუსის კონტროლი აზროვნების ძალის გამოყენებით, ხოლო მარტში მან დაწერა პოსტი სოციალურ ქსელში აზროვნების შედეგად.
Neuralink-მა ასევე აჩვენა, თუ როგორ თამაშობს ჭადრაკს პირველი პაციენტი ტვინის იმპლანტით. იმავე თვეში მასკმა განაცხადა Blindsight-ის იმპლანტის შექმნოს შესახებ, რომელსაც შეუძლია მხედველობის აღდგენა.
Neuralink-ის პროექტის რეალიზაცია 2016 წელს დაიწყო. ნეიროტექნოლოგიურმა კომპანიამ თავისი მოწყობილობა პირველად წარადგინა 2019 წლის ივლისში, მას შეუძლია ტვინის სიგნალების გადაცემა Bluetooth-ის საშუალებით.
მოწყობილობა არის კაფსულა-მიმღები, რომელიც მიმაგრებულია ყურის უკან, სმენის აპარატის მსგავსად და საიდანაც ძაფის მსგავსი ელექტროდები მიდიან ტვინში. საერთო ჯამში, ტვინში 1500-მდე ელექტროდია ჩანერგილი, თითოეული მათგანი ადამიანის თმის ღერზე ოთხჯერ თხელია. ერთი 4x4 მმ-ის სიდიდის პროცესორი ამუშავებს ინფორმაციას 10 ათასი ელექტროდიდან. USB-C-ის კაბელი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურ გამტარუნარიანობას.