მითხარით, რა ნდობა რჩება ქართველი ხალხის თვალში ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ, ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარ არის უკვე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ჰელსინკის კომისიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ბოლო განცხადებამ ყველანაირი განცხადება დასაშვები გახადა და შეიძლება ერთ დღეს თქვან, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს საქართველოო.
“არსებობს BBC-ის საგამოძიებო ფილმი ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ყველაზე მთავარი, არსებობს საქართველოს პროკურატურის მრავალი საგამოძიებო ქმედება სწორედ “ქოლცენტრების” წინააღმდეგ. მათ შორის, გერმანიის პროკურატურასთან ერთად წარმოებული გამოძიებები ამ “ქოლცენტრების” წინააღმდეგ, სადაც სწორედ იკვეთება კეზერაშვილის და ძმათა მათი საქმიანობა. აი ამ დროს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, უბრალოდ მითხარით, რა ნდობა რჩება ქართველი ხალხის თვალში ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ. ეს პირდაპირ არის თვალში ნაცრის შეყრა. ნეტავ ისე იყო, ნეტავ ღარიბაშვილი მერე დაიშალა ეს ‘’ქართული ოცნება’’ თუ არ დაიშალა ეს არის ამერიკა? ეს არის მსოფლიოს ნომერი პირველი დემოკრატია? ჩემთვის ეს არ არის. ამ ბოლო განცხადებამ, რომ იტყვიან ყველანაირი განცხადება დასაშვები გახადა, ამას ხომ საზოგადოება უყურებს. ეს გაოცება ცოტა ხანში გადაიზრდება ადამიანებში, სულ სხვა აღქმაში, ამერიკის მიმართ. მისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მე არ შემიძლია პირი ავუკრა იმ ადამიანებს, ვინც ესეთ განცხადებას აკეთებს. მთელი მდაბიოობა ამისა, სწორედ ამაშია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, იმისთვის რომ მერე გია ხუხაშვილმა აქ ამ გაძვალტყავებულ ოპოზიციას სალაპარაკო გაუჩინოს.
ამას უყურებს ქართველი ხალხი და ეს რომ ხუხაშვილისთვის ასაწევი “პადაჩაა” და ამ რაღაცა ოპოზიციისთვის და ამ კეზერაშვილის “გასათეთრებელი”, ამიტომაა რომ ქართველ ხალხს არ მოსწონს ეს. ხუხაშვილი ყველაზე ყველაფერს იტყვის. ამ ადამიანს რაიმე მორალი აქვს? რაიმე აკავებს თუ რა?”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ „შავ ფულს“ ეყრდნობა.