აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა გამოაცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა mpox-ის, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც მაიმუნის ყვავილი, გავრცელების გამო,
ამის შესახებ Reuters ორგანიზაციის გენერალური დირექტორზე დაყრდნობით იუწყება.
დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აფრიკის 18 ქვეყანაში, წლის დასაწყისიდან რეგისტრირებული იყო 15 ათასზე მეტი შემთხვევა, დაფიქსირდა 461 გარდაცვალება, რაც 160%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემთხვევების 90%-ზე მეტი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია.
ბურუნდიმ, კენიამ, რუანდამ და უგანდამ პირველად განაცხადეს mpox-ის ვირუსთ ინციფირების შესაებ.
დაავადების კონტროლისთვის აფრიკას სჭირდება 10 მილიონი ვაქცინის დოზა, ხოლო ამჟამად მხოლოდ 200 ათასია ხელმისაწვდომი.
მაიმუნის ყვავილით ავადდებიან, როგორც ცხოველები, ასევე ადამიანები.
მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება თუმცა მიუხადავად ამისა, როგორც სფეროს ექსპერტები BBC-სთან აცხადებენ, ის ნაკლებად მწვავეა და ინფიცირების შანსიც მცირეა.
დაავადება ძირითადად გვხვდება აფრიკის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში არსებული ქვეყნებში, რომლებიც ტროპიკული ტყეების სიახლოვესაა განლაგებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ გავრცელებულია ვირუსის ორი ძირითადი შტამი – დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული.
ეს არის ვირუსული დაავადება ჩუტყვავილას მსგავსი სიმპტომებით, მაგრამ მისი მიმდინარეობა ჩვეულებრივ უფრო მსუბუქია.
თავდაპირველ სიმპტომებს შორის, რომელიც მაიმუნის ყვავილისთვის არის დამახასიათებელი, არის ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება და ზურგის და კუნთების ტკივილი. ტემპერატურის მომატების შემდეგ პაციენტს ეწყება გამონაყარი, რომელიც სახიდან იწყება და სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება მათ შორის ხელის და ფეხის გულებზე.
გამონაყარი, რომელიც შესაძლოა ძლიერი ტკივილისა და ქავილის გამომწვევი იყოს, რამდენიმე ფაზას გადის. გამონაყარი თავდაპირველად კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით და ბოლო ეტაპზე ფუფხებს აყალიბებს, რომელიც საბოლოოდ სხეულიდან იქერცლება. ავადობა როგორც წესი, 12-დან 21 დღემდე გრძელდება.
ინფექცია გადადის მჭიდრო კონტაქტის შედეგად. სპეციფიკური წამალი მის სამკურნალოდ არ არსებობს, როგორც წესი, 2-4 კვირის განმავლობაში თავისთავად გადის, მაგრამ დაფიქსირდა ლეტალური შემთხვევებიც .
ყველაზე დიდი ეპიდაფეთქება კი 2017 წელს ნიგერიაში მოხდა. მაშინ მაიმუნის ყვავილის 172 შემთხვევა აღწერეს, რომელთა შორის 75%-ში ინფიცირებულები 21-დან 40 წლამდე კაცები იყვნენ.