რუსეთის ჯარში ჯარისკაცების ნაკლებობაა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამიტომ ამან შეიძლება აიძულოს რუსეთი გამოაცხადოს ახალი მობილიზაცია 2024 წლის ბოლომდე. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს.
კრემლთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა სამმა წყარომ Bloomberg-ს უთხრა, რომ რუსეთის არმიას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცი ფრონტზე დანაკარგების კომპენსაციისთვის, რაც ყველაზე მაღალია 2022 წლის თებერვალში შეჭრის დაწყების შემდეგ,
აღნიშნულია, რომ რეგიონული თანამდებობის პირები გაწვევის კვოტების საშუალოდ მესამედზე მეტს ვერ ასრულებენ.
როგორც გამოცემა წერს, ამ ვითარებამ შესაძლოა, აიძულოს რუსეთი გამოაცხადოს მობილიზაციის ახალი ტალღა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ოფიციალურმა პირებმა შესაძლოა მას "როტაცია" უწოდონ, რათა ფრონტის ხაზზე მყოფ სამხედროებს დასვენების საშუალება მისცენ, ხოლო მეორე წყაროს თქმით, ახალი მობილიზაცია შესაძლოა, გამოცხადდეს 2024 წლის ბოლომდე.
გამოცემა ასევე დასძენს, რომ უკრაინის შეჭრამ რუსეთის კურსკის რეგიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებსაც კრემლი ომში აწყდება.
„რუსეთის მიერ უკრაინის თავდასხმის მოგერიებისა და მის საზღვარზე კონტროლის აღდგენის უუნარობამ გამოავლინა მისი თავდაცვითი რეზერვების ნაკლებობა.
მოსკოვს ჰყავს ასობით ათასი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, სადაც ის მზარდ დანაკარგს განიცდის, საბრძოლო მოქმედებები კი ჩიხშია“, - წერს Bloomberg.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, რუსული დანაკარგების მასშტაბები და ჩანაცვლების არასაკმარისი დონე სულ უფრო ართულებს ომის სტრატეგიის შენარჩუნებას.
საუბარი აღარ არის კიევისა და სხვა ქალაქების აღებაზე, რადგან რუსეთს არ აქვს საკმარისი ცოცხალი ძალა“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.