„ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო სანქციების პირისპირ. ყველა, ვინც შავი ფულის მოხვეჭაში არიან მხილებულები და ამ შავ ფულს იყენებენ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს წაართვან ევროპული პერსპექტივა, - ამის განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით შესახებ
ფარულავას თქმით, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ერთიანობით წარსულს უნდა ჩააბაროს კრიმინალური ხელისუფლება.
„ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო სანქციების პირისპირ. მას ემუქრება საერთაშორისო სანქციები. ცხადია ხელისუფლება, რომელიც ჩართულია ტრანსნაციონალურ კიბერ დანაშაულში და თავად ახორციელებს ორგანიზებულ დანაშაულს, ის ვერ შექმნის ვერც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ვერც ღირსეული ცხოვრების პირობებს და ცხადია ვერ დააბრუნებს ჩვენს ემიგრაციას, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს და სამწუხაროა ის, რომ ამ ორგანიზებულ დანაშაულში, ტრანსნაციონალურ კიბერ დანაშაულში, მათ შორის მხილებულია სამართალდამცავი უწყებები, მთელი მართლმსაჯულების სისტემა არის გამოყენებული ივანიშვილის ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების მომენტი დადგა - ყველა არის სანქციების პირისპირ, რომლებიც არიან შავი ფულის მოხვეჭაში მხილებულები და ამ შავ ფულს იყენებენ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს წაართვან ევროპული პერსპექტივა და ევროპული კეთილდღეობა, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამოდ კრიმინალური ხელისუფლება.“ -განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.