გპირდებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ შიდა ქართლი გახდეს უმდიდრესი და ძალიან განვითარებული მხარე საქართველოსი, - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
„მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამ მხარის ტკივილი, შიდა ქართლის ტკივილი. შიდა ქართლი არის სიმდიდრის წყარო სინამდვილეში, იმიტომ რომ ჩვენთან არის ვენახები, ჩვენთან არის ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება დასახელდეს, რაც საჭირო არის კეთილდღეობისთვის, მდიდარი ოჯახისთვის. კასპი არ არის განწირული იმისთვის, რომ წყლის მიწოდება ხდებოდეს გრაფიკის მიხედვით, კასპი არ არის განწირული იმისთვის, რომ იყოს ეკოლოგიური კატასტროფა. მე გპირდებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ შიდა ქართლი გახდეს უმდიდრესი და ძალიან განვითარებული მხარე საქართველოსი და ეს ასე აუცილებლად იქნება. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ იმ ტერიტორიებს, რომელიც ძალით წაგვართვეს, აუცილებლად დავბრუნდებით ერედვში, აუცილებლად დავბრუნდებით სხვა შიდა ქართლის ტერიტორიებზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 500 ევრო პენსიონერს, 2000 ევრო თითოეულ ქართულ ოჯახს. ევროპის მასშტაბით როდესაც სხვა ოჯახები ცხოვრობენ კეთილდღეობაში და სიმდიდრეში, ქართული ოჯახები არ უნდა იყვნენ განწირული სიღარიბისთვის. ჩვენი რეფორმების, ევროკავშირში წევრობის შედეგად ეს ყველაფერი იქნება აღსრულებადი. არც წყალი იქნება გრაფიკით, არც კასპის ცემენტის ქარხნის გამო იქნება ეკოლოგიური კატასტროფა, არც ხალხი წავა ქვეყნიდან და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.