"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმიანება.
პარტიის განცხადებით, “ქართული ოცნების ძალადობრივი კამპანია მხოლოდ მათ მოახლოებულ მარცხს ადასტურებს".
"ქართული ოცნება აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება.
ვგმობთ ყოველგვარ თავდასხმას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ქართული ოცნების ძალადობრივი კამპანია მხოლოდ მათ მოახლოებულ მარცხს ადასტურებს და აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია!
ერთიანობით ჩვენ დავიბრუნებთ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ. მელია პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას უცნობი პირი მიუახლოვდა და დაარტყა.