ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის თანახამდ, მოქმედი პრზეიდენტი ნიკოლას მადურო მესამედ გამოცხადდა გამარჯვებულად, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.
ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომები გამოაცხადა.
მადუროს განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 2 ათასი ადამიანი, მხარდამჭერებთან საუბრისას მან პირობა დადო, რომ დაკავებულებს ტოკორონისა და ტოკუიიტოს მკაცრი რეჟიმის ციხეებში გაგზავნის. „ამჯერად დანდობა არ იქნება“, დაიმუქრა მადურო.
იმავე დღეს ათასობით ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია გამართა, ოპოზიციის ლიდერის მარია კორინა მაჩადოს მოწოდებით.
ის გამოვიდა კარაკასში გამართულ მიტინგზე მას შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაპატიმრების საფრთხის გამო საზოგადოებაში გამოჩენას თავს არიდებდა.
ვენესუელის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არასოდროს ყოფილან ასეთი ძლიერი და რეჟიმი ასეთი სუსტი, ჩვენ არ დავტოვებთ ქუჩებს, - თქვა მაჩადომ.
საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალეს ურრუტია აქციაზე არ გამოჩენილა.
ვენესუალაში არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. საარჩებნო კომიაისმ გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამივიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პრო-სამთავრობო ჯფუფების მიერ მათი დარბევა.
აქციებზე სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის გენერალური პროკურორის თქმით, დაკავებულია 750-მდე ადამიანი.
ბევრმა ქვეყნამ დაგმო არჩევნების შედეგები, რომელმაც ავტორიტარული ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელაში გამარჯვებულად გამოაცხადა.
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების გაყალბების გამო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა და არა ავტორიტარულმა ლიდერმა ნიკოლას მადურომ.