ყველა საერთაშორისო პარტნიორს გიგი წერეთელის პოლიტიკურ სუტენიერობაზე მოვუყვები, ავუხსნი, რომ სხვის მიერ გაზრდილი რეიტინგის პარაზიტია, - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„იმ კვირაში შევხვდები ყველა საერთაშორისო პარტნიორს და გიგი წერეთელის ქცევაზე მოვუყვები - პოლიტიკურ სუტენერობაზე.
საგულისხმოა, რომ როდესაც გაყალბებაში გამოვიჭირეთ
და გაცხადდა რომ ნაცების და ქოცების ამომრჩევლით უნდა დახურულ პრაიმერიზში ჩემი ქმედითი გუნდის დამარცხება NDI სადამკვირვებლო მისიას და USAID-ს ვხდებოდი - რომლებიც მეკითხებოდნენ, როცა ამხელა სამუშაოს ვწევ, თანამდებობა რატომ არ მაქვს.
ავუხსენი, რომ მე არ მინდა გიგი წერეთლის, კაკო ბობოხიძის და თუნდაც გიგა ბოკერიას კეთილი ნებით მოპოვებული სტატუსი - პრაიმერიზს ვატარებთ და ამომრჩეველი განმისაზღვრავს ძალას და ადგილს.
განმისაზღვრა.
გიგი წერეთელმა მაგიდა ააყირავა რადგან მეორეზე ვერ გავიდა.
კაკო ბობოხიძემ ვაჭრობა და შეთანხმების მორიგი დარღვევა მოითხოვა, პრაიმერიზის შედეგების უარყოფით, პოლიტსაბჭოში სტატუს კვოს შენარჩუნებით შანტაჟი დაგვიწყო.
ბობიხიძე კი ფეხზე კიდიათ, მაგრამ
წერეთელი რომ პოლიტიკური სუტენერია და სხვის მიერ გაზრდილი რეიტინგის პარაზიტი, ამას ლამაზად ავხსნი.
კვოტების მავნებლობაც მთელი სიკაშკაშით ჩანს.
კვოტით რომ მიეჩინათ ადგილი კი არ ინერვიულებდნენ - ჩემით და უთანასწორო ბრძოლით რომ მოვიპოვე, მაგაზე ჩამოიშალნენ სუტენერები.
P.S. გიგას მაგ პრეტენზიას უყენებს, რატომ დაუჭირე მხარი იმ გუნდს ბოლო დღეებში, სადაც პირველი თამარააო.
იმიტომ დაუჭირა რომ ბოლო დღეებში ნახა რომ სუტენერები ხართ, რომ ჩემი უანგარო შრომით მოტანილი სიკეთის დაფასების და პატიოსანი ბრძოლის ნაცვლად, არაავთენტური პროცესით და სხვა პარტიების ამომრჩევლით ცდილობთ ჩემთვის თავზე გადავლას.
დაინახა რომ თქვენ განასახიერებთ ყველა იმ მანკიერებას, რაც წარსულში უნდს დარჩეს, თუ ნათელი მომავალი გვსურს.
და აი ამიტომ დამიჭირა მხარი, პარტიის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში იმოქმედა როდესაც მხარი დაუჭირა პატიოსნებას, პროფესიონალიზმს, შედეგიანობას - მაგ თქვენი მყრალი, ყალბი და რეტროგრადული ჭაობის წინააღმდეგ.
ცხადია გიგას წინააღმდეგ რომ იყენებდით იმ სიის მხარდაჭერას სადაც პირველი ის ქალია, ვინც ყველაზე დიდი შრომა გაწია მაშინ, როდესაც გიგი წერეთელს არც იდეური, არც ფინანსური, არც სხვა სახის კონტრიბუცია არ ჰქონია - ამას გიგი წერეთლის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად გამოვიყენებ და რეპუტაციულად დავანგრევ დასავლეთში“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსნებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს.