ჩვენი გუნდი დააფუძნებს ახალ პარტიას - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა პირად გვერდზე, პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა
"ერთ თვეში ახალი პარტიის დაფუძნება მირჩევნია მათთან [გიგი წერეთელი, კაკო ბობოხიძე] ბრძოლას, ერთი სული მაქვს, როდის შემოგთავაზებთ. გასაგებია, რომ მოდიფიკაციები მოგვიწევს, მაგრამ გავაკეთებთ ამ ყველაფერს.
ამ პარტიის ზრდას განაპირობებდა ის იდეები, რასაც ჩვენი გუნდი განასახიერებს. ჩვენი გუნდი აქ არის, დააფუძნებს ახალ პარტიას და ძალიან მალე გეტყვით, ვის მისცეთ ხმა, აქაც პასუხისმგებლობით მოვიქცევით" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი და პარტია დატოვა. ამასთან, პარტია დატოვა თამარ ჩერგოლეიშვილმაც.