გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი და პარტია დატოვა. ამასთან, როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პარტია დატოვა თამარ ჩერგოლეიშვილმაც.
„2021 წელის გაზაფხულზე შევუერთდი მიწასთან გასწორებულ პარტიას, ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო სწორედ იმიტომ, რომ მიწასთან იყო პარტია გასწორებული და მეგონა, რომ ძველ, მანკიერ ტრადიციებთან ნაკლები ბრძოლა მომიწევდა და პირდაპირ შევძლებდი ახალი წესების დანერგვას.
თუმცა, ვხედავდი რა გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს, ბუნებრივია, ეჭვი მეპარებოდა ჩემი განზრახვების შესრულების შესაძლებლობაში და ამიტომ 2.5 წელი სრულიად გარედან, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ვიმუშავე.
რაც ამ ხნის პერიოდში გაკეთდა პარტიაში, ყველაფრის იდეა, ყველაფრის განხორციელება, ყველაფრის დაფინანსება იყო იმ გუნდის, რომელსაც მე წარმოვადგენ.
თბილისში პარტიის რეიტინგი 5.4%-მდე გაზარდა იმ გუნდმა, რომელსაც მე წარმოვადგენ. ის, რომ ეს ამ გუნდის დამსახურებაა, გამოჩნდა პრაიმერიზშიც, იმიტომ, რომ თბილისი პირწმინდად მოვიგეთ მეორე გუნდმა, თან თვითდინებით მოსული ხალხით.
როდესაც პარტიასთან შეერთება გადავწყვიტე, დავწერე პროექტი პარტიის ჩემეული ხედვის, შევათანხმე პარტიის ყველა ლიდერთან, გავუგზავნე ყველა საერთაშორისო პარტნიორს ანუ ვისაც ჩვენს პარტიასთან რაიმე კომუნიკაცია ჰქონია, და ყველამ იცოდა, როგორი წესებით ტარდება პრაიმერიზი და, რას ვაკეთებთ. ყველანაირი მხარდაჭერა არსებობდა, რომ მხოლოდ მხარდამჭერებს ეფუძნებოდა, და შუა პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ 900 დელეგატი რომ გადავუმოწმეთ, იქიდან 56 იყო მხოლოდ ევროპული საქართველოს მხარდამჭერი, დანარჩენები იყვნენ ნაცები, ქოცები, ახლები და ა.შ.
რეალურად, ეს ორი ადამიანი ავალებდა ხალხს, რომ სხვა პარტიის წარმომადგენლებს აერჩიათ ჩვენი ლიდერშიფი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში გამოვიჭირეთ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ მოხდა, რაც მათ უნდობლობას აღძრავდა, მაინც მივიღეთ ის შედეგები, რა შედეგებიც დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მეტი გადაუწყვეტელი დელეგატი ჰყავდათ, ვიდრე ჩამოყალიბებული, რომელიც ღიად იძახის, რომ ევროპულ საქართველოს უჭერს მხარს და არ ვიცი, ზიდეს ეს ხალხი და საოცრებები აკეთეს.
მივიღეთ შედეგები, გაგვიხარდა, რადგან მაინც ვერ მოგვიგეს იმ ანგარიშით, რაც უნდოდათ, პოლისატჭოზე კონტროლის დაკარგვის გამო დაიწყეს პარტიის აყირავება და როგორც ჩანს, მათი სურვილი იყო, ჩვენ გვემუშავა, პარტიის რეიტინგი გაგვეზარდა, მაგრამ როცა საქმე უკვე დამსახურებულ ძალაუფლების გაყოფაზე მიდგა, მაგიდა ააყირავეს.
3 თვეში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ბრძოლა მოსაგები, ჩვენ ახლა ერთმანეთს კი არ უნდა ვუპირისპირდებოდეთ, როცა პრაიმერიზი მორჩა, და რაღაცა შიდა ბრძოლებს კი არ უნდა ვიწყებდეთ, უნდა გადავდიოდეთ ნაციონალურ კამპანიაზე. რომც მოვიგოთ ეს შიდა ბრძოლა, პარტია იქნება ისეთი დასახიჩრებული, რომ ამ პარტიაზე პახუხისმგებლობის აღება, რომ 5%-ს გადალახავს და იმ ბრძოლაში შევა, უბრალოდ უსინდისობა და ჩვენი ამომრჩევლის მოტყუებაა.
ჩვენი პარტია არის დიგიტალური რეალურად, არაფერი არ არის, რაც იქ დარჩება, იმიტომ, რომ ყველაფერი დევს ერთ ყუთში, ყველაფერი არის ციფრული, ამით არის ის ლამაზი, ამიტომ იზრდებოდა... ის ყუთი არსად არ მიდის, ჩვენ რაც გვაქვს, თან დაგვაქვს. პოლიტიკურ მოღვაწეობას ცხადია, ვაგრძელებთ, ამ ბრძოლაში იმიტომ არ შემოვსულვარ, რომ კაკო ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა ხელი შემიშალონ და გეგმების შესახებ გაგაგებინებთ აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე დღეს არის...
ვინც კი უკავშირდება ამ პარტიის პროგრესს, იქ არავინ არ რჩება"- თქვა ჩერგოლეიშვილმა.