არანაირი გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ეს არის პუტინის პროპაგანდისტების მიერ მოგონილი ტერმინი, მაგრამ ლოკალური ქლიავების პარტია გვყავს „ქართული ოცნების“ სახით,“ - ამის შესახებ გიგი უგულავამ გადაცემა „რეაქციაში განაცხადა.
უგულავას თქმით, „ქართული ოცნების“ ლოგიკით მოლდოვა უკვე უნდა იყოს 9-ჯერ დაბომბილი,
“ესენი ხომ გვეუბნებიან, ხმა არ ამოიღოთ, თორემ რუსეთი დაგვბომბავს, მაგრამ არის პირიქით," - ამბობს უგულავა.
მისივე თქმით, სახელისუფლებო ძალას შიშის დანერგვა უნდა.
„მსოფლიოში გლობალური ომის პარტიის მისამართი ვერავინ ვერ იპოვა, მაგრამ ლოკალური ქლიავების ოფისის მისამართი, აგერ გაიხსნა ორთაჭალაში, იმიტომ, რომ არანაირი გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ეს არის პუტინის პროპაგანდისტების მიერ მოგონილი ტერმინი, მაგრამ ლოკალური ქლიავების პარტია გვყავს ქართული ოცნების სახით... აქ დიდი შეჯიბრია, ერთმანეთში აქვს კონკურენცია და როდესაც საუბრობენ კობახიძეზე თავდასხმაზე, უნდა გავიხსენოთ მოუხელთებელი ჯოს ანეგდოტი, რატომ არის მოუხელთებელი, ვის რა ჩემს ფეხებად ჭირდებაო, ასეა მათი ამბავი. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ, სასაცილო არ არის, როცა ვსაუბრობთ ორი ახალგაზრდის უკანონო პატიმრობაზე, აბსოლუტურად არაპროპორციულ, არათანაზომად საქმესთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.