ჩვენ გვინდა, ამერიკელ პარტნიორებს შევთავაზოთ განსხვავებული დღის წესრიგი. ეს არის ურთიერთობების გადატვირთვის დღის წესრიგი. ამ ფონზე, კონტრპროდუქტიული განცხადებები, რომლებიც კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით. რეალურად ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვინდა, ამერიკელ პარტნიორებს შევთავაზოთ განსხვავებული დღის წესრიგი. ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი. იცით, რამდენი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში გასული 3-4 წლის განმავლობაში. ამ ფონზე, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და ეს არის ჩვენი შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მიმართ. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიულია ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, რომლებიც გაკეთდა. ასევე კონტრპროდუქტიულია მთელი რიგი აქტები, რომლებიც განხორციელდა ბოლო კვირების განმავლობაში.
იმედს ვიტოვებ, რომ, საბოლოო ჯამში, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ურთიერთობების გადატვირთვა არის თანაბრად საქართველოს და აშშ-ის ინტერესებში. იმედი მაქვს, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან სათანადო, შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება“, – განაცხადა კობახიძემ.