აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის მიმართულების ქვეკომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნების და აშშ-ის პოლიტიკის შესახებ მოსმენა იმართება.
მოსმენაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა კომიტეტის წევრმა ბილ კიტინგმა, რომლის თქმითაც, კონსტიტუციით შეზღუდვის მიუხედავად ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მიმართულებით სვლის შესახებ, საქართველოს მთავრობამ ამ გზიდან გადაუხვია.
„წინა თვეებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიტანა კრემლით ინსპირირებული კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, რათა თავს დაესხას სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.
მე ორი მესიჯი მაქვს „ქართულ ოცნებასთან“ და ქართველ ხალხთან. პირველი, საქართველოს მთავრობას, თქვენი ქმედებები არ ჩაივლის უპასუხოდ. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების შეზღუდვების საწყისი ტრანში...
მეორე, ქართველ ხალხს, თქვენი ამბიცია ევროკავშირში და ნატო-ში ყოფნის შესახებ კარგად ცნობილია ამ კონგრესში და ადმინისტრაციაში და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ მიმართულებით," - განაცხადა ბილ კიტინგმა.