პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა.
როგორც პირველი არხი იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია „ლელოს“ პრესსამსახურში დაადასტურეს.
მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.