მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის ბედი - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მეთიუ მილერმა თქვა, რომ ამერიკა ფხიზლად ადევნებს თვალს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ არჩევნებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ის ერთადერთი, ვინც საკუთარ მომავალს განსაზღვრავს.
„ჩვენ გვინახავს არაერთი არათუ მცდელობა, არამედ რუსეთის პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, მთელ რეგიონში და მთელ მსოფლიოში და ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ და ვაკვირდებით ამას", როგორც ჩვენგან აქამდეც არაერთხელ მოგისმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის ბედი", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
წყარო: ამერიკის ხმა