რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჯო ბაიდენთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია მისი წარუმატებელი პოლიტიკის გამო.
„ჯო ბაიდენი იყო ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ჩემს ცხოვრებაში და კამალა ჰარისი მასთან ერთად იყო ყოველ ნაბიჯზე. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან ხელი მოაწერა ბაიდენის ღია საზღვრებისა და მწვანე თაღლითობის პოლიტიკას, რამაც გაზარდა საცხოვრებლისა და საკვები პროდუქტების ღირებულება. მას ეკუთვნის ყველა ეს წარუმატებლობა და ის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ცრუობდა ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ. ტვირთად აწვებოდა ერს პრეზიდენტით, რომელსაც მოვალეობის შეასრულება არ შეეძლო.
პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ გადავარჩინოთ ამერიკა, ვინც არ უნდა იყოს დემოკრატების პირველ ადგილზე, - წერს ვენსი X-ზე.