პოლონეთში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი სილეზის რეგიონში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
თვითმფრინავი ადგილობრივ ავიაკლუბს ეკუთვნოდა.
„დილის 9 საათამდე სახანძრო სამსახურმა მიიღე შეტყობინება ავიაკატასტროფის შესახებ. რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მივიდა ადგილზე, რადგან თვითმფრინავს მიწაზე შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა, - განაცხადა სახანძრო სამსხურის წარმომადგენელმა.
თვითმფრინავს 75 წლის აკაცი მართავდა, რომელიც კატასტროფას ვერ გადაურჩა.