საფრანგეთის ხელისუფლებამ ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების ნებართვა არ მისცა ასამდე ადამიანს ჯაშუშობისა და კიბერშეტევების საფრთხის გამო. აკრძალვა შეეხო ჟურნალისტებს, ფიზიოთერაპევტებს და ტექნიკურ პერსონალს. რუსეთიდან, ბელარუსიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, სამართალდამცავმა უწყებებმა ოლიმპიურ თამაშებზე სამუშაოდ დაშვების 960 ათასი დოსიე შეამოწმეს. არ დაუშვეს 4,3 ათასი ადამიანი, მათ შორის მოხალისეები, სტადიონის მუშები და სპორტული დელეგაციების წევრები.
„ისინი სავარაუდოდ არ ჩამოსულან ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად, მაგრამ, გარდა დაზვერვისა და ტრადიციული ჯაშუშობისა, ასევე არსებობს კომპიუტერულ ქსელებზე წვდომის შესაძლებლობა კიბერშეტევის განხორციელების მიზნით“, - განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
პარიზის ოლიმპიადაში მხოლოდ 15 რუსი და 16 ბელარუსი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ისინი თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ.