ამერიკელი ქალი სანდრა ჰემი 43-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს და საპატიმროდან გაათავისუფლეს.
სანდრა ჰემი 20 წლის იყო, როდესაც 1980 წლის ნოემბერში, მისურის შტატის ქალაქ სენტ ჯოზეფში ბიბლიოთეკის თანამრომელი ქალის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც აღმოჩნდა, საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც მას ამ დანაშაულთან დააკავშირებდა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ტრანკვილიზატორების ზემოქმედების ქვეშ მისცა.
გარდა ამისა, საქმის ხელახალი შესწავლისას დადგინდა, რომ ადგილობრივმა პოლიციამ უგულვებელყო მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ერთ-ერთი პოლიციელის ამ დანაშაულში მონაწილეობისკენ. მოგვიანებით, ეს პოლიციელი სხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და 2015 წელს გარდაიცვალა.
პოლიციელის მანქანა მკვლელობის დღეს შენიშნეს დანაშაულის ადგილი სიახლოვეს. ამასთან, მან გამოიყენა მოკლულის საკრედიტო ბარათი და მის სახლში აღმოაჩინეს მსხვერპლის ოქროს საყურეები. ყველა ეს მტკიცებულება, სანდრა ჰემის დაცვის მხარისთვის უცნობი იყო.
სანდრა ჰემი ახლა 64 წლისაა. მისი წარმომადგენლების თქმით, მან ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დრო გაატარა საპატიმროში იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.